პროექტის სახელწოდება: მოვიარე საქართველო“
1.პროექტის მთავარი
იდეა (თემა)1-2 წინადადებით პროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის მოპოვებას
საქართველოს სხვადასხვა კუთხეების შესახებ.
2.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეების შესახებ არსებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას 3.პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებს ისტ–ის დახმარებით მონაცემთა შეგროვებას და ქროექტის პრეზენტაციას. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ თუ როგორ გაინაწილონ ჯგუფში ფუნქციები, როგორ გაითვალისწინონ ერთმანეთის აზრი, როგორ შეაჯერონ მოპოვებული ინფორმაცია ისე, რომ კვლევის საბოლოო პროდუქტი სრულყოფილი გამოვიდეს.
4. მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 15 დღე
6. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ისტ–ის დახმარებით როგორ
მოიპოვონ და წარმოაჩინონ მასალები, გამოთქვან საკუთარი
აზრი მოპოვებულ მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან
გამომდინარე. გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის
ისტორიას, ბუნებას, წეს–ჩვეულებებს.
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო,
წიგნები, უფროსები, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები. კომპიუტერი,
პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
8. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
კლასი გავყავი
ჯგუფებად. ავირჩიე ლიდერი, თითოეულ ჯგუფს
გავუნაწილე დავალება მოიძიონ მასალები საქართველოს
ერთ–ერთი კუთხის შესახებ:
I ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას ქართლის შესახებ.
II ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას კახეთის შესახებ.
III ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას გურიის შესახებ.
IV ჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას აჭარის შესახებ.
Vჯგუფი: მოიპოვებს
ინფორმაციას იმერეთის შესახებ.
საგნებთან კავშირი:ისტორია,ბუნება.
სამუშაოების
დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს: ,,მოვიარე საქართველო”
9.პროექტის
ხელმძღვანელი: მარინა ჩრაღიან
გისურვებ წარმატებას
ReplyDeleteTqvenc gisurvebt carmatebas
ReplyDelete