Sunday, October 2, 2016

მე-9 დღე

დღეს დავასრულეთ ტრენინგი, საინტერესო იყო, მომეწონა, ასეთი ტრენინგები დიდი შედეგის მომცემია. მადლობა ყველას

პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, September 24, 2016


დღე 6
გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრებს.
ვიმუშავეთ ბუკლეტების შედგენაზე.

Sunday, September 11, 2016

მეხუთე დღეს ვისწავლეთ საავტორო უფლებებზე პრეზენტაციები.
გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშებს.

Saturday, September 10, 2016

ტრენინგის მესამე დღეს გავიმეორეთ წინა დღეების გავლილ მასალაზე,
ვიმუშავეთ ბლოგებში,ვისწავლეთ სხვისი ბლოგის კომენტირება,ინტელ პროექტი,ვიმუშავეთ საკვანძო კითხვებზე,მივიღეთ სამიზნო დავალება.

Wednesday, June 29, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მოვიარე   საქართველო“

1.პროექტის  მთავარი  იდეა (თემა)1-2 წინადადებით პროექტი  ითვალისწინებს  ინფორმაციის  მოპოვებას  საქართველოს   სხვადასხვა   კუთხეების   შესახებ.
 
2.პროექტის   აქტუალობა: მოსწავლეები   გაეცნობიან  საქართველოს  კუთხეების  შესახებ  არსებულ  სხვადასხვა  სახის  ინფორმაციას 3.პროექტის  მიზნები: პროექტის  მიზანია  ხელი  შეუწყოს  მოსწავლეებს  ისტ–ის  დახმარებით  მონაცემთა  შეგროვებას  და  ქროექტის  პრეზენტაციას. მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  თუ  როგორ  გაინაწილონ  ჯგუფში  ფუნქციები, როგორ  გაითვალისწინონ  ერთმანეთის  აზრი, როგორ  შეაჯერონ  მოპოვებული  ინფორმაცია  ისე, რომ  კვლევის  საბოლოო  პროდუქტი  სრულყოფილი  გამოვიდეს.
4. მონაწილეთა   ასაკი: 12-13  წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:  15 დღე
6. მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას: მოსწავლეები  ისწავლიან  ისტ–ის  დახმარებით  როგორ  მოიპოვონ  და  წარმოაჩინონ  მასალები, გამოთქვან  საკუთარი  აზრი  მოპოვებულ  მასალებზე. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს თემებიდან გამომდინარე. გაეცნობიან  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  ისტორიას, ბუნებას, წეს–ჩვეულებებს.
7.პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:სახელმძღვანელო,  წიგნები,  უფროსები,  ინტერნეტიდან  ამოღებული  მასალები. კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
8. პროექტის  მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები): 
კლასი  გავყავი  ჯგუფებად.  ავირჩიე  ლიდერი, თითოეულ  ჯგუფს   გავუნაწილე  დავალება  მოიძიონ  მასალები  საქართველოს  ერთ–ერთი   კუთხის  შესახებ:
I ჯგუფი: მოიპოვებს   ინფორმაციას   ქართლის  შესახებ.
II ჯგუფი: მოიპოვებს   ინფორმაციას    კახეთის   შესახებ.
III ჯგუფი: მოიპოვებს  ინფორმაციას   გურიის   შესახებ.
IV ჯგუფი: მოიპოვებს  ინფორმაციას   აჭარის   შესახებ.
Vჯგუფი:  მოიპოვებს   ინფორმაციას   იმერეთის  შესახებ.
საგნებთან კავშირი:ისტორია,ბუნება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციებს: ,,მოვიარე საქართველო”
 9.პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ჩრაღიან



შეფასების რუბრიკა

სასწავლო უნარები
1-4
5-6
7-8
9-10
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
ვერ საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს სამიზნე თემას
არასრულფასოვნად აყალიბებს თემატიკასა და პრობლემას
საზღვრავს მიზანს, მსჯელობს პრობლემაზე, მოჰყავს არგუმენტები
ანალოგიებისა და ლიტერატურული პარალელების განსაზღვრა
არ შეუძლია ანალოგიებისა და ლიტერატუტული პარალელების ამოცნობა
დახმარების შედეგად ამოიცნობს
ლიტ.პარალელებს

შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური თემები და იდეები, მოჰყავს მაგალითები
მასალა კარგად აქვს მომზადებული, შეუძლია მაგალითებისა და ლიტერატურული პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო დასკვნების გამოტანა
ტექსტის მხატვრული გააზრებ
არ იცნობს ტროპის სახეობებს, ვერ არკვევს ლიტ-ის მხატვრულ ფუნქციას
მითითების მიხედვით ცდილობს, ამოიცნოს რომელიმე მხატვრული სახე, შეუძლია პეიზაჟისა და ეპითეტის ამოცნობა
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება
მსჯელობს ტროპის სახეობათა თავისებურებაზე,
არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას

პრეზენტაცია
თემას ვერ წარმოადგენს ნათლად და გასაგებად, კითხვებზე ვერ პასუხობს ადეკვატურად
ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უჭირს მისი დალაგება, ლოგიკურად გადმოცემა
შეუძლია გეგმის მიხედვით წარმოადგინოს საპრეზენტაციო საკითხი, ვერ იცავს დროის ლიმიტს.
შესავალი საინტერესოა,ავლენს შემოქმედებით უნარს, დაცულია ლოგიკური ჯაჭვი, გამართულია ტემბრი, იცავს დროის ლიმიტი
წინად.კონსტრუირება
არ შეუძლია წინადადების მიზნობრივად კონსტრუირება, უჭირს სათქმელის გადმოცემა
აგებს მარტივ კონსტრუქციებს, მაგრამ უშვებს სინტაქსურ და სტილურ შეცდომებს
ფლობს სინტაქსური სინონიმიკის ელემენტებს, სტილი გამართულია
შესაბამისად იყენებს წინადადების ტიპებს შინაარსისა და აგებულების მიხედვით, არჩევს თემის შესაბამის სტილს, გააჩნია ორიგინალური თხრობისა და მეტყველების მანერა
ისტ-ის მიზნობრივი გამოყენება
არ ფლობს კომპიუტერზე მუშაობის ძირითად პრინციპებს
დახმარებით შეუძლია მითითების მიხედვით შესაბამისი პროგრამის გამოყენება
იცის  საოფისე პროგრამები, შეუძლია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება დავალების შესრულებისას
სრულყოფილად ფლობს ისტ-ის გამოყენების ტექნიკას, შეუძლია შექმნას სასწავლო და დამხმარე მასალები